ადგილზე დათვალიერება - შეფასება

ადგილზე დათვალიერება - შეფასება

 სანამ რაიმე ნივთს ან ნებისმიერ პროდუქციას იყიდით, გირჩევთ კარგად დათვალიერდეს რაშიც ჩვენი გამოცდილი კადრები დაგეხმარებიან.

მაგალითად :
ავტომობილი აუცილებლად უნდა იყოს სუფთა მდგომარეობაში, რადგან ოდნავ დასვრილ მანქანაზეც კი პრაქტიკულად შეუძლებელია დეფექტების აღმოჩენა. მანქანის გარეგნულად დათვალიერება ითვალისწინებს საღებავის საფარისა და ძარის ნაწილების შემოწმებას, გარდა ამისა, გარეგნულ დათვალიერებაში შედის ყველა კარის შემოწმება, ისინი ერთნაირად თავისუფლად უნდა იღებოდეს და არ საჭიროებდეს ძალისხმევას. პირველ რიგში საჭიროა ჩავიხედოთ კაპოტ-ქვეშ მასში ყველაფერი სუფთად უნდა იყოს, კაპოტქვეშ მარტივად შეიძლება შეამჩნიოთ თუ მანქანას ჟანგი აქვს. შეამოწმეთ ზეთი და სამუხრუჭე სითხე. ვიზუალური დათვალიერების შემდეგ მოწმდება ძრავა. თუ პანელი დაქოქვის შემდეგაც საახალწლო ილუმინაციასავით ანათებს, ცხადია პრობლემურ მანქანასთან გვაქვს საქმე. ძრავის ბრუნვის მაჩვენებელი ისარი არ უნდა დახტოდეს.მოუსმინოთ ძრავს რაიმე უცნაური ხმა ხომ არ აქვს. ყურადღება მიექცეს გამონაბოლქვის ფერს. და ა.შ. 

 საბოლოო ეტაპი რა თქმა უნდა სატესტო გასეირნებაა. ავტომობილის მართვისას აუცილებელია შემოწმდეს მუხრუჭი, საჭის ფოლხვა, დაკიდების სისტემა,

ეს ის მცირე ჩამონათვალია რასაც გამოცდილი სპეციალისტები თქვენს მაგივრად შეასრულებენ და დაწვრილებით ინფორმაციას მოგაწვდიან.

ანალოგიური პასუხისმგებლობით შემოწმდება და შეფასდება სხვა თქვენთვის სასურველი პროდუქცია.

ყველა წესის დაცვით © 2018

დამზადებულია ITWEB.GE